მეკობრეებს ამნისტია შესთავაზეს - კვირის პალიტრა

მეკობრეებს ამნისტია შესთავაზეს

სომალის პრეზიდენტმა შარიფ აჰმედმა მეკობრეებს ამნისტია შესთავაზა. სამაგიეროდ, მეკობრეებმა 19 აგვისტომდე უნდა გაათავისუფლონ ყველა გემი და მძევალი. აჰმედის განცხადებით, თუ მეკობრეები ულტიმატუმს არ მიიღებენ, მათ მიმართ მკაცრი ზომები გატარდება. მეკობრეებმა აჰმედის წინადადება სასაცილოდ აიგდეს. ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის მათ 245 კაცი ჰყავთ ტყვედ.

მეკობრეები წელიწადში მსოფლიო ეკონომიკას 12 მილიარდამდე დოლარის ოდენობის ზარალს აყენებენ.