ენერგოკოლაფსი ინდოეთში - კვირის პალიტრა

ენერგოკოლაფსი ინდოეთში

ინდოეთში ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ენერგოკოლაფსი მოხდა. ჩრდილოეთის შტატებმა გადამეტებული ელექტროენერგია მოიხმარეს, რასაც ქვეყნის ენერგოსისტემამ ვერ გაუძლო. 600 მილიონი კაცი დენის გარეშე დარჩა, რკინიგზა პარალიზებული იყო, გზებზე კი ქაოსი სუფევდა. ზოგიერთ ქალაქში პანიკა დაიწყო, რადგან ეს ტერორისტული შეტევა ეგონათ. რამდენიმე კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.