ანანმა სირიაზე ხელი ჩაიქნია - კვირის პალიტრა

ანანმა სირიაზე ხელი ჩაიქნია

კოფი ანანმა სირიაში სამოქალაქო ომის შეჩერებაზე ხელი ჩაიქნია და ამ ქვეყანაში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არაბული ქვეყნების ლიგის სამშვიდობო გეგმამ კრახი განიცადა, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტა არ სურთ და მეტიც, ძალადობა დღითი დღე მატულობს. ანანის გადადგომის გამო გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მწუხარება გამოთქვა. სირიაში კი ბრძოლების ეპიცენტრი კვლავ დამასკოა, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს. პრეზიდენტ ბაშარ ასადის არტილერია ქალაქს დაუნდობლად ბომბავს და მისი ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას ხვრეტენ. შეტაკებებს დღეში 100-ზე მეტი კაცი ეწირება.