მელაძე და "ქართული ოცნება" - კვირის პალიტრა

მელაძე და "ქართული ოცნება"

კახი კალაძის "ფეისბუკის" გვერდზე მისი და მომღერალ ვალერი მელაძის ფოტოები გავრცელდა, სადაც მათ "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურები აცვიათ. ფოტოებს აქვს წარწერა: "ვალერი მელაძე ქართველი ხალხის გვერდით". სურათები ბათუმში გადაიღეს, სადაც რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა კონცერტი გამართა. ამ სურათებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კონცერტის ორგანიზატორების აღშფოთება გამოიწვია. ამას თან კალაძის კომენტარიც დაერთო, რომლის მიხედვითაც, მელაძე კარგად ერკვევა ქართული პოლიტიკის ამბებში. თუმცა, თავად მომღერალმა განაცხადა, რომ ეს ფოტოები პოლიტიკურ შინაარსს არ ატარებს და ის არც ერთი პარტიის აქციაში არ მიიღებს მონაწილეობას (ვრცლად იხ. გვ. 7 სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).