შეხლა-შემოხლა ბეშუმში - კვირის პალიტრა

შეხლა-შემოხლა ბეშუმში

ზემო აჭარაში, ბეშუმობის დღესასწაულზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ბეშუმში ჯერ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეტი საქმე არა აქვს, აშენებული ქვეყანა დასანგრევად წარსულის პოლიტიკოსებს გადააბაროს. მოგვიანებით, ბეშუმში ბიძინა ივანიშვილიც ჩავიდა. "ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით, მმართველი პარტიის აქტივისტებმა, რომელთაგან ზოგი შეიარაღებული იყო,  ივანიშვილს გზა გადაუკეტეს და ადგილობრივებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს. ამას შეხლა-შემოხლა მოჰყვა და ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებსაც მიაყენეს. ხელისუფლების ვერსიით კი, ინციდენტი იმან გამოიწვია, რომ ივანიშვილი "ნაციონალების" აქციაზე მისვლას ცდილობდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).