"სოციალური რეკლამა აგიტაციას ემსახურება" - კვირის პალიტრა

"სოციალური რეკლამა აგიტაციას ემსახურება"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დასკვნით, ბევრი სოციალური რეკლამა სინამდვილეში მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას ემსახურება. ეს ვიდეორგოლებია: "ენერგოდამოუკიდებელი საქართველო", "საქართველოს სტაბილური ენერგომომარაგება", "დამზადებულია საქართველოში", "მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა", "30 ახალი საავადმყოფო 30 დღეში". ორგანიზაციის განცხადებით, ვიდეორგოლები და "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო რეკლამები შინაარსითა და სულისკვეთებით იდენტურია და საზოგადოებაც ერთგვაროვნად აღიქვამს.