ქარდავას ბრალდებები - კვირის პალიტრა

ქარდავას ბრალდებები

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, რუსეთის საქართველოში შემოჭრის საფუძველს "ქართული ოცნება" ქმნის. ქარდავას არგუმენტით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები და აქტივისტები მოსახლეობასთან შეხვედრებზე ამბობენ, რომ თუ მათთვის სასურველი შედეგი არ იქნება, ქუჩაში გავლენ და თუ ხელისუფლებამ მათი დარბევა მოინდომა, მათ გვერდით რუსული ჯარი დაუდგება.

კოალიციამ ქარდავას ბრალდებებს აბსურდი უწოდა. პოლიტოლოგების აზრით კი, ასეთი განცხადება არასერიოზულია, რადგან რომელიმე პარტია რუსეთის შემოჭრას ვერც დააჩქარებს და ვერც შეაფერხებს.