აუდიტი ქდმ-ით დაინტერესდა - კვირის პალიტრა

აუდიტი ქდმ-ით დაინტერესდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქრისტიან-დემოკრატების მიერ გურჯაანში გამართული შეხვედრის დეტალების მოკვლევა დაიწყო. ქდმ-სა და ამომრჩევლის შეხვედრის შემდეგ სუფრა გაიშალა და აუდიტის სამსახური სწავლობს, იყო თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა.

ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, რომ სუფრა თავად მათმა მხარდამჭერებმა გამართეს და აუდიტის სამსახურს უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესებას ურჩევენ (ვრცლად იხ. გვ. 8, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).