სპორტსმენების მიმართვა - კვირის პალიტრა

სპორტსმენების მიმართვა

სპორტსმენთა ნაწილმა საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ხელისუფლების ზეწოლაზეა საუბარი. განცხადების მიხედვით, სპორტის სამინისტრომ სპორტსმენების მოქალაქეობრივი პოზიცია დანაშაულად მიიჩნია და "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო მათზე ზეწოლა დაიწყო. "ხელისუფლება თავად ურევს ერთმანეთში სპორტსა და პოლიტიკას. ამას აკეთებენ მაშინ, როდესაც ზვიადაურის სურათები ჩამოგლიჯეს სპორტდარბაზების კედლებიდან, ახმეტაში ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს; როდესაც ძვლების დამტვრევითა და დენზე შეერთებით ემუქრებოდნენ ჩვენს მეგობრებს", - ნათქვამია მიმართვაში. მიმართვას ხელს აწერენ 2012 წლის ევროპის ჩემპიონი სამბოში ნოდარ მეტრეველი, ხუთგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი და ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრი ბეთქილ შუკვანი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).