დააყადაღე პროკურატურა - კვირის პალიტრა

დააყადაღე პროკურატურა

3 აგვისტოს მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავარი პროკურატურის წინ ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია "დააყადაღე პროკურატურა" გამართეს. აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან სიმბოლურად კარი მიიტანეს წარწერით "დაყადაღებულია". აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რაც შეიძლება სწრაფად გაუქმდეს ყადაღა "მაესტროს" სატელიტურ ანტენებზე და ტელეკომპანიას დაუბრუნდეს კუთვნილი ქონება (ვრცლად იხ. გვ. 12, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).