"ბურჯი" გაიყიდა - კვირის პალიტრა

"ბურჯი" გაიყიდა

აღსრულების ბიურომ შპს "ბურჯის" ქონება აუქციონზე 8.761.513 ლარად გაყიდა. გაყიდულია 203 ერთეული სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი და უძრავი ქონების 7 ობიექტი. მყიდველის ვინაობას აღსრულების ბიურო არ ახმაურებს. შპს "ბურჯი" აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე "ქართული ოცნებისთვის" შეღავათიანად ავტომობილების მიქირავებისა და კოალიციის ოფისების შეღავათიან ფასად გარემონტებისათვის 10 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს. კომპანიამ ჯარიმა არ გადაიხადა, რის შემდეგაც ქონება დაყადაღდა და აუქციონზე გავიდა.