"ქართუმ" უგულავას უჩივლა - კვირის პალიტრა

"ქართუმ" უგულავას უჩივლა

"ქართუ ბანკმა" მთავარ პროკურატურაში შეიტანა განცხადება, რომლითაც ბანკის ყოფილი დროებითი მმართველის, ვლადიმერ უგულავასა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის, ირაკლი ზარქუას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ბანკის განცხადებით, დროებითმა მმართველობამ, რომელსაც უგულავა და ზარქუა ხელმძღვანელობდნენ, 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებები უკანონოდ გააფორმა. ბანკი ვალდებული იყო 4 დეველოპერულ კომპანიაზე 50 მლნ დოლარის სესხი გაეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვეოდა ლიკვიდობის კოეფიციენტი. შესაძლოა, ამის გამო "ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს.