ივანიშვილი დავას იწყებს - კვირის პალიტრა

ივანიშვილი დავას იწყებს

ბიძინა ივანიშვილი დარღვეული საინვესტიციო უფლების გამო საქართველოს მთავრობასთან დავას იწყებს. "ქართული ოცნების" ლიდერის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული კომპანია "სკადენი" დაიცავს, დავას კი მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრი - საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტი განიხილავს. ივანიშვილი იმ ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც 2011 წლის ოქტომბრიდან მიადგა - დაწყებული "ქართუ ბანკის" გამო კანონმდებლობის შეცვლით და დამთავრებული საინკასაციო მანქანის დაკავებით. "ქართული ოცნების" ლიდერი არ დაობს ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადახდილ 80 მილიონ ლარზე, რადგან მისი თქმით, ეს ფული სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).