საარჩევნო სიები - კვირის პალიტრა

საარჩევნო სიები

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია გამოაქვეყნა. 1-ლი აგვისტოს მდგომარეობით სიაში 3.385.844 ამომრჩეველია, აქედან უმისამართოა 52.648, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 188.995, გაურკვეველი მისამართის მქონეა 42.390,  საზღვარგარეთ იმყოფება 310.113, რეგისტრაცია გაუქმებული აქვს 183.465 ამომრჩეველს. ამასთან, ხმის უფლება აქვს 1.295 პატიმარს. პარალელურად, "ამომრჩეველთა ლიგამ" რამდენიმე ქალაქში სიების დაზუსტების ალტერნატიული კამპანიის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისის საერთო სიაში 903.171 კაცი იყო, აქედან "ამომრჩეველთა ლიგამ" აღწერა 732.554, გარდაცვლილია 5.048, უცხოეთში წასულია - 41.226, დაუდგენელია - 97.735, არ იძებნება 21.013 ამომრჩევლის მისამართი და სიაში არ არის 9.016 კაცი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).