არჩევნები 1-ელ ოქტომბერს ჩატარდება - კვირის პალიტრა

არჩევნები 1-ელ ოქტომბერს ჩატარდება

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს დანიშნა. ეს დღე ორშაბათია, თუმცა, უქმედ გამოცხადდება. ექსპერტების აზრით, ორშაბათს არჩევნების ჩატარებამ შესაძლოა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩეველს პრობლემა შეუქმნას, რადგან მათთვის ამ დღეს უქმედ არავინ გამოაცხადებს. ოპოზიციური პარტიები კი მიიჩნევენ, რომ 1-ელ ოქტომბერს არჩევნების ჩატარება მაჟორიტარობის კანდიდატებისთვისაც არ არის ხელსაყრელი, რადგან აგვისტო-სექტემბრის შუა რიცხვებამდე დიდი ქალაქებიდან მოსახლეობის ნაწილი გასულია. ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, არჩევნებისთვის მომზადებას ვერც საერთაშორისო დამკვირვებლები მოასწრებენ, რადგან დასავლეთში შვებულებები, ტრადიციულად, სექტემბრის შუა რიცხვებში მთავრდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).