ჩინეთის დიდი კედელი საფრთხეშია - კვირის პალიტრა

ჩინეთის დიდი კედელი საფრთხეშია

გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი ჩამოიშალა. ამ რაიონში კედელზე სპეციალისტებმა სხვა ბზარებიც შენიშნეს. პეკინმა გადაუდებელი ღონისძიებები დაგეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩინეთის კედლის დიდ ნაწილს განადგურების საფრთხე დაემუქროს. წვიმების სეზონი ჩინეთში ივლისში დაიწყო, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიას 112 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.