ირანული მიწისძვრის ექო - კვირის პალიტრა

ირანული მიწისძვრის ექო

ირანის ჩრდილოეთით მომხდარი  6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კავკასიაშიც იგრძნობოდა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებულად საგრძნობი თბილისში იყო. სომხეთში კი, რომელიც ირანთან უფრო ახლოს მდებარეობს, მიწისძვრამ პანიკა გამოიწვია, - მოსახლეობამ სახლები მიატოვა და რამდენიმე საათის განმავლობაში ქუჩებში იდგა.