უბედური შემთხვევა ქუთაისში - კვირის პალიტრა

უბედური შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში ერთ-ერთი ქარხნის მიტოვებულ შენობაში სინკარის ჩამონგრევას 2 მამაკაცი ემსხვერპლა. მიტოვებულ შენობაში 3 მამაკაცი ჯართს აგროვებდა. სინკარი ორ მათგანს დაეცა, მესამე კი უვნებლად გადარჩა. ტრაქტორით, რომელიც იქვე მუშაობდა, სინკარის აწევა მაშინვე მოხერხდა, თუმცა, მამაკაცები უკვე დაღუპული იყვნენ. გარდაცვლილების ასაკი 30-40 წელია.