მინსკში ბონდო შალიკიანი მოკლეს - კვირის პალიტრა

მინსკში ბონდო შალიკიანი მოკლეს

მინსკში საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბონდო შალიკიანი მოკლეს. მასთან ერთად მოკლულია კავკასიური გარეგნობის მამაკაცი, რომლის ვინაობასაც ბელორუსი სამართალდამცველები არ ასახელებენ. ადგილობრივი მილიციის ვერსიით, შალიკიანი, შესაძლოა, უცხოურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის გარჩევებს შეეწირა. შალიკიანი 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტში ტყიბულის მაჟორიტარი იყო. 2004 წელს ის სპეცოპერაციისას დააკავეს, რომელსაც მაშინდელი შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ შალიკიანი საზღვარგარეთ ცხოვრობდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).