ხატები ვერ გაიტანეს - კვირის პალიტრა

ხატები ვერ გაიტანეს

ხელოვნების მუზეუმიდან ახალციხის რაბათის ციხეში ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების დროებით გატანის მცდელობას უკმაყოფილება მოჰყვა. მუზეუმის თანამშრომლები ხატების გადატანასთან დაკავშირებით დოკუმენტზე ხელს არ აწერდნენ, რადგან დაზიანებული ხატების ტრანსპორტირება მიუღებელია. მათ გადატანას მოქალაქეებიც აპროტესტებდნენ, თუმცა პოლიციამ შესაფუთი მასალები მაინც გაამზადა, ხატების ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებლობა კი მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ აიღო. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ადვოკატი ნათია სირაძე მუზეუმის შესასვლელში დაწვნენ და ასე ცდილობდნენ ხატების გატანისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, - ვანო მერაბიშვილის განკარგულებით სიწმინდეები მუზეუმში დარჩა.