"ეს შენ გეხებას" მიმართვა - კვირის პალიტრა

"ეს შენ გეხებას" მიმართვა

კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილეებმა დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ორგანიზაციებს მიმართვა გაუგზავნეს და საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე რეაგირება ითხოვეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა ორიენტირებულია ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური კოალიციის შევიწროებისკენ. ამის ჩანასახი მაშინვე გაჩნდა, როგორც კი პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. მიმართვის ავტორებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქმედებების მაგალითები მოჰყავთ, მათ შორის ისიც, რომ ამ უწყებამ ივანიშვილსა და კახი კალაძეს თანხების საბანკო ანგარიშებზე დაბრუნება მოსთხოვა. "ეს შენ გეხებას" მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სასამართლო აუდიტის სამსახურის მიმართ ლოიალურია და მის დაუსაბუთებელ შუამდგომლობებსაც კი აკმაყოფილებს.