სამთავრობო პროგრამა პარტიის სახელწოდებად - კვირის პალიტრა

სამთავრობო პროგრამა პარტიის სახელწოდებად

მმართველი პარტია ცესკოში "ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს" საარჩევნო სახელწოდებით დარეგისტრირდა, რამაც ოპოზიციის წარმომადგენლები აღაშფოთა. მათი თქმით, ნაციონალებმა სამთავრობო პროგრამის სახელწოდება გამოიყენეს და ხელისუფლების პროექტებთან იდენტიფიცირება მოახდინეს, რაც უკანონობაა. თუმცა ამაში უკანონობას ვერ ხედავს მმართველი პარტიის გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი, რომლის თქმითაც, თუ ოპონენტებს ეჭვები აწუხებთ, შეუძლიათ სასამართლოში იჩივლონ.