"სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება" - კვირის პალიტრა

"სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება"

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზად პარტიის ლიდერმა ის დაასახელა, რომ არ სურს, ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს ხმები წაართვან. ამასთან, ბურჯანაძე დარწმუნებულია, ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დაუშვებს. "ამას პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამონათქვამებიც ადასტურებს, პრეზიდენტისა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიული ცვლილებების გარანტი ყოფილიყო, ცდილობს, შეინარჩუნოს და გაამყაროს მის მიერ შექმნილი მოდერნიზებული ბოლშევიზმი", - განაცხადა ბურჯანაძემ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).