თარგამაძისთვის განკითხვა მიუღებელია - კვირის პალიტრა

თარგამაძისთვის განკითხვა მიუღებელია

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ გიორგი თარგამაძის განცხადებით, - მიუღებელია პოლიტიკოსების მიერ სასულიერო პირების განკითხვა და მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობა. არადა,  სასულიერო პირების "პოლიტიკურ რინგზე" აყვანას ცდილობენ როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ისე ოპოზიციური პარტიები. ქდმ-ის ლიდერის აზრით, "სასულიერო პირების "კარგ და ცუდ ეპისკოპოსებად" დაყოფა საზოგადოების გახლეჩის უპასუხისმგებლო გამოვლინებაა. ასეთი პოლიტიკოსი "არაფრით განსხვავდება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან, რომლებიც თავიანთ კომენტარებში ზოგიერთ მათთვის მიუღებელ ეპისკოპოსებს ჯოჯოხეთის ბილიკისკენ მიუთითებენ".