თორდიამ ივანიშვილს შეუტია - კვირის პალიტრა

თორდიამ ივანიშვილს შეუტია

გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, პარტიებმა წინასაარჩევნო რეკლამისთვის ფული წინასწარ უნდა გადაიხადონ. პარტიებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა კი ანგარიშსწორების შესახებ აუდიტის სამსახურს 24 საათის განმავლობაში უნდა აცნობონ. ამ ბრძანების "ადრესატად" ექსპერტებმა "ქართული ოცნება" მიიჩნიეს. კერძოდ, "ქართული ოცნების" სუბიექტების ანგარიშები დაყადაღებულია, რადგან მათ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადეს. თუმცა წინასაარჩევნოდ კოალიციას შეეძლო, მოლაპარაკებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებას, რომ პოლიტიკური რეკლამის ფულს მოგვიანებით გადაიხდიდა. თორდიას ბრძანების შემდეგ ივანიშვილის კოალიციას ამის შესაძლებობა არ აქვს. "ქართულ ოცნებას" ორი გამოსავალი რჩება - გადაიხადოს ჯარიმა და ყადაღა ახსნას ანგარიშებს, რასაც, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობა" უკან დახევად შეაფასებს ან არ გადაიხადოს ჯარიმა და დარჩეს უფასო საეთერო დროის იმედად.