"ცხოვრებას ნუ მასწავლით" - კვირის პალიტრა

"ცხოვრებას ნუ მასწავლით"

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი 8 აგვისტოს ცხინვალში იმყოფებოდა. ამის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედვედევი სახელმწიფო საზღვრისა და "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" დარღვევაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, მედვედევმა განაცხადა, რომ ის "სუვერენულ სამხრეთ ოსეთში" ჩავიდა, რომელიც 4 წლის წინ რუკაზე "დიდწილად, საქართველოს ხელისუფალთა დანაშაულებრივი ქმედებების გამო გაჩნდა". "ეს პოლიტიკოსები დღეს ცხოვრებას ნუ გვასწავლიან", - აღნიშნა მედვედევმა.