პუტინის აღიარება - კვირის პალიტრა

პუტინის აღიარება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აგვისტოს ომისას გენერალური შტაბის მიერ 2006-2007 წლებში შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებდა. "ეს გეგმა ჩემთან იყო შეთანხმებული და მე დავამტკიცე", - განაცხადა პუტინმა. მისი განმარტებით, ამ გეგმის ფარგლებში ხდებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში "აპალჩენცების" მომზადება. პუტინის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ომის მთავარმა დამნაშავემ ყველაფერი აღიარა, თუმცა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი მაინც თესავს დაბნეულობას ამ თემის გარშემო: "ეს დამნაშავის გამოსვლას ჰგავს, რომელიც ამბობს, - მე ჩავიდინე დანაშაული და მინდა მთელმა მსოფლიომ იცოდესო. მისი ადვოკატი კი ამბობს, - არა, არა. ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთო" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).