ამერიკელებს კითხვები აქვთ - კვირის პალიტრა

ამერიკელებს კითხვები აქვთ

ამერიკული ორგანიზაცია "ქეფითოლ ლინკის" დამფუძნებელ გრეგ მიჯაკის განცხადებით, ცდილობენ დაადგინონ, რატომ ითხოვს საქართველოს მთავრობა არჩევნებისთვის უცხოეთში მცხოვრები ქართველი არალეგალების საცხოვრებელი ადგილების შესახებ ინფორმაციას. მისი თქმით, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრობს, ეს იმ კონკრეტული სახელმწიფოს პრობლემაა და არა ოფიციალური თბილისის. "მიუხედავად იმისა, ნიუ-იორკში ცხოვრობთ არალეგალურად თუ მარსზე, არჩევნებში ხმის მიცემა თქვენი კონსტიტუციური უფლებაა", - განაცხადა მიჯაკმა. ახალი რეგულაციით, საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობისთვის თავისი საცხოვრებელი ადგილი უნდა მიუთითოს.