ხსოვნის კვირეული - კვირის პალიტრა

ხსოვნის კვირეული

2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავზე საქართველოში ხსოვნის კვირეული გაიმართა. საქართველოს ყველა ქალაქში პატივი მიაგეს ოთხი წლის წინ ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. განსაკუთრებული ხალხმრავლობა მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე იყო. გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და საზოგადოების წევრებმა. აღსანიშნავია, რომ ომის მეოთხე წლისთავზე დნმ-ის ანალიზით ორი ქართველი ჯარისკაცის იდენტიფიცირება მოხერხდა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ. 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი დაიღუპა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).