"ღვთის ნებას უნდა მივენდოთ" - კვირის პალიტრა

"ღვთის ნებას უნდა მივენდოთ"

"დღეს მთელი საქართველოს მოსახლეობა პოლიტიზებულია,  დიდი და პატარა, ყველა პოლიტიკაზე საუბრობს, თუმცა ყველაფერი ღვთის ნებას უნდა მივანდოთ. ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება. ყველამ უნდა იფიქროს სულზე, სასუფეველზე, ოჯახებზე, შვილებზე", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას და აღნიშნა: "უცხოელი სტუმრები ხშირად კითხულობენ, რატომ არის ქართული ტაძრები ახალგაზრდებით სავსე და რა საიდუმლო არსებობსო. ჩვენ არანაირი საიდუმლო არ გვაქვს, აქ მოდიან ღვთის ნებით და განგებით, მოდიან ღვთის სახლში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა უნდა ვაკეთოთ ღვთის სახლში, როგორ უნდა მოვიქცეთ" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე)..