ასანჟს თავშესაფარი მისცეს - კვირის პალიტრა

ასანჟს თავშესაფარი მისცეს

ეკვადორმა საიტ "ვიკილიქსის" დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. თუმცა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ასანჟის, რომელიც ლონდონში ეკვადორის საელჩოში იმყოფება, ქვეყნიდან გაშვებას არ აპირებს. არ არის გამორიცხული, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეკვადორის საელჩოს შენობას  დიპლომატიური სტატუსი მოუხსნას და ასანჟი დააკავოს. დაკავების შემდეგ "ვიკილიქსის" დამფუძნებელს შვედეთში ექსტრადიცია ემუქრება, სადაც ის გაუპატიურებაშია ბრალდებული, აშშ კი ასანჟს შპიონაჟისთვის ეძებს.