სირიაში გაეროს მისია შეწყდა - კვირის პალიტრა

სირიაში გაეროს მისია შეწყდა

გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, სირიაში გაეროს მისია შეწყდა. გაერთიანებული ერების თანამეგობრობამ აღიარა, რომ მისია კრახით დასრულდა და სირიაში მშვიდობის დამყარება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მეტიც, რაც გაეროს დამკვირვებლები სირიაში ჩავიდნენ, ბრძოლებმა უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. დამკვირვებლები დამასკოს უახლოეს მომავალში დატოვებენ. რაც შეეხება სირიაში არსებულ მდგომარეობას, მთავარი ბრძოლები კვლავ ალეპოს გარშემო გრძელდება, რომლის დაკავებაც სამთავრობო ჯარებმა ვერ მოახერხეს. პარალელურად, საზღვარზე მობილიზებულია თურქეთის არმია და არ არის გამორიცხული, ანკარამ სირიაში ინტერვენცია დაიწყოს.