ბრეივიკის შეჩერება შესაძლებელი ყოფილა - კვირის პალიტრა

ბრეივიკის შეჩერება შესაძლებელი ყოფილა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების შედეგების მიხედვით, 2011 წლის ზაფხულში ტერორისტ ანდერს ბრეივიკის შეჩერება შესაძლებელი იყო. კერძოდ, კომისიის დასკვნით, პოლიციას შეეძლო ბრეივიკის კვალზე მანამდე გასულიყო და დაეკავებინა, სანამ ის ოსლოში ბომბს ააფეთქებდა და უტოიაზე ხოცვა-ჟლეტას მოაწყობდა. გარდა ამისა, კომისია მიიჩნევს, რომ პოლიციამ აღმაშფოთებელი მოუქნელობა და არაოპერატიულობა გამოიჩინა მაშინ, როდესაც ბრეივიკი უტოიაზე ახალგაზრდებს ხოცავდა. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ნორვეგიის პოლიციის შეფი ოისტენ მელანდი თანამდებობიდან გადადგა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).