ანტითურქულმა განცხადებებმა იმატა - კვირის პალიტრა

ანტითურქულმა განცხადებებმა იმატა

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელთა აზრით, პოლიტიკური სპექტრის, მედიისა და ექსპერტების ერთი ნაწილის ქსენოფობიური რიტორიკის მთავარი ელემენტი ანტითურქული პროპაგანდა გახდა.

"თურქოფობიული აქცენტები გაკეთდა აჭარაში ბოლო პერიოდში გამართულ აქციაზეც, - გამომსვლელები საქართველოში სხვადასხვა ტიპის თურქულ საფრთხეზე ლაპარაკობდნენ. ანტითურქული მოწოდებები და განცხადებები ხშირია მედიასივრცეშიც. ეს თურქეთს წარმოაჩენს როგორც მტრულ ქვეყანას, რომელიც სხვადასხვა გზით: ეკონომიკურად, რელიგიურად, კულტურულად და პოლიტიკურად საქართველოს, განსაკუთრებით კი აჭარის, მიზანმიმართული დაპყრობითაა დაკავებული", - ნათქვამია განცხადებაში. ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ბათუმის შენობებზე გაჩნდა წარწერები: "ბათუმი თურქების გარეშე". ცენტრი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს სიძულვილის ენის გამოყენებისგან.