რაბათის ციხე გაიხსნა - კვირის პალიტრა

რაბათის ციხე გაიხსნა

ახალციხეში საზეიმოდ გაიხსნა რაბათის რეაბილიტირებული ციხე. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მთავრობა თითქმის სრული შემადგენლობით და უცხოელი სტუმრები. სააკაშვილის განცხადებით, რაბათის ციხე ნამდვილი გვირგვინია აღმშენებლობისა. პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილს, რომლის ინიციატივით ციხის რეაბილიტაცია მოხდა, გმირი უწოდა. პრეზიდენტის თქმით, მერაბიშვილი ამ ციხის მახლობლად დაიბადა. "ბაბუაჩემი გორიდან არის წარმოშობით და გორში მინდა ასეთი ციხე. აგერ შენ ხარ, ვანო, და აგერ გორის ციხე", - მიმართა პრეზიდენტმა ნახევრად ხუმრობით პრემიერს. საზეიმო ღონისძიებების შემადგენელი ნაწილი იყო სომხური წარმოშობის ფრანგი შანსონიეს, შარლ აზნავურის კონცერტი. სახელგანთქმულ მომღერალს რაბათის ციხეში ვარსკვლავიც კი გაუხსნეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).