"ნაციონალური" დიდგორობა - კვირის პალიტრა

"ნაციონალური" დიდგორობა

დიდგორობაზე დიდგორის ველზე შესვლა ბევრმა მოქალაქემ, მათ შორის ოპოზიციური პარტიების აქტივისტებმა, ვერ მოახერხა. კერძოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდგორის ველზე პარტიული ღონისძიება გამართა, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა. პოლიცია იმ ტერიტორიაზე მხოლოდ იმ მოქალაქეებს უშვებდა, ვისი ავტომანქანის ნომერიც მმართველი პარტიის შედგენილ სიაში იყო. "შავფაროსნებმა", რომლებსაც დიდგორის ბრძოლის ინსცენირება უნდა მოეხდინათ, პროტესტის ნიშნად ველი დატოვეს.