ლაზიკას მშენებლობა იწყება - კვირის პალიტრა

ლაზიკას მშენებლობა იწყება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში სტუმრობისას ქალაქ ლაზიკას მშენებლობა დააანონსა. "რამდენიმე დღეში აქ იწყება ჩემი მთავარი ოცნების ასრულება - ახალი, უმშვენიერესი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობა, რომელიც იქნება ფოთის გაგრძელება, გარშემო მყოფი ადგილების მთავარი ეკონომიკური ცენტრი, საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე გამართული ქართული პორტი და დარწმუნებული ვარ, მომავალში იქნება საქართველოს სიამაყე. ლაზიკას იდეა არის საქართველოს ერთიანობის იდეა, ერთიანობისა - აღმშენებლობით და არა ნგრევით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.