შუკვანი საერთაშორისო სასამართლოში იჩივლებს - კვირის პალიტრა

შუკვანი საერთაშორისო სასამართლოში იჩივლებს

ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონში გაემგზავრა და განაცხადა, რომ ქართულ სპორტში შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

"სამწუხაროდ, არაჯანსაღმა ქართულმა პოლიტიკამ სპორტშიც შეაღწია. მე მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ. საზოგადოებამ კარგად იცის ლონდონის ოლიმპიადის მსვლელობისას რაც თავს გადამხდა. თუმცა, ის უმსგავსობა, რაც დღეს ქართულ სპორტში ტრიალებს, მხოლოდ ჩემი ამბით არ შემოიფარგლება. მე გავდივარ იურიდიულ კონსულტაციებს და ვაპირებ საერთაშორისო სასამართლოს მივმართო", - განაცხადა შუკვანმა.

შეგახსენებთ, რომ ბეთქილ შუკვანმა ოლიმპიადა დროზე ადრე დატოვა, საქართველოში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი სიმპათიის გამო მას ქართული დელეგაციის წევრი გია უდესიანი ავიწროებდა.