თარგამაძე იდეოლოგიურ ტყუპისცალებზე საუბრობს - კვირის პალიტრა

თარგამაძე იდეოლოგიურ ტყუპისცალებზე საუბრობს

ქდმ-ის ლიდერის გიორგი თარგამაძის აზრით, დღეს ქართულ პოლიტიკაში ორი ძალა დომინირებს, რომლებიც იდეოლოგიური ტყუპისცალები არიან. მისი თქმით, პირველი ძალაუფლების მოპოვებას, მეორე კი შენარჩუნებას ცდილობს. თარგამაძის აზრით, თუ დააკვირდებიან ამ ორი ძალის ლიდერებს, პირველისთვის მისაღებია სიტყვა "ჩარეცხვა", ხოლო მეორისთვის ისეთი ადამიანი, რომელიც მონურ მორჩილებას აღუთქვამს. "1-ელ ოქტომბერს გამოჩნდება, შეძლებს თუ არა ამომრჩეველი ცხვრის ქურქში გახვეული მგლის გარჩევას", - განაცხადა თარგამაძემ.