ლუგარის ვიზიტი - კვირის პალიტრა

ლუგარის ვიზიტი

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ საცნობარო ლაბორატორიას სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელი მიენიჭა. სახელის მინიჭების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თავად სენატორიც ესწრებოდა. მისი შეფასებით, ახალ ლაბორატორიას აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ცენტრი ზედამხედველობის, კვლევის, ბიოუსაფრთხოებისა და უსაფრთხოების სფეროებში.

"ქართველ ხალხთან მეგობრობა, თანამშრომლობა და პარტნიორობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - განაცხადა რიჩარდ ლუგარმა. სენატორი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ოპოზიციის ლიდერებსაც, რომლებმაც მას ქვეყანაში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს.