ოფისი კარავში - კვირის პალიტრა

ოფისი კარავში

"ქართულმა ოცნებამ" ადიგენის რაიონში ოფისისთვის შენობა ვერ იშოვა, - კოალიციისთვის ფართობის მიქირავებაზე ყველამ უარი განაცხადა. "ქართული ოცნება" ამას ზეწოლასა და დაშინებას უკავშირებს. კოალიცია იძულებული იყო, ადიგენში კარავი დაედგა და ოფისი იქ გაეხსნა. ივანიშვილის თანაგუნდელების თქმით, მალე მთელი მსოფლიო გაიგებს, რა ფორმით ებრძვის საქართველოს ხელისუფლება მის კონკურენტებს.