ივანიშვილმა მთავრობას უჩივლა - კვირის პალიტრა

ივანიშვილმა მთავრობას უჩივლა

ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო განაცხადი შეიტანა. "ქართული ოცნების" ლიდერი ხელისუფლებისგან პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების შედეგად დარღვეული საინვესტიციო უფლებების აღდგენასა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. გამონაკლისი ის 80 მილიონი ლარია, რომელიც ივანიშვილმა ბიუჯეტში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შეიტანა. განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ ჩამოყალიბდება საარბიტრაჟო ტრიბუნალი. ივანიშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანიები: Skadden-i, Arps-i, Slate-i, Meagher & Flom (UK) LLP დაიცავენ, მთავრობამ კი იურიდიული ფირმა Dechert-iLLPდაიქირავა.