შესაძლოა, ალასანია უმაღლეს პოსტზე ვიხილოთ - კვირის პალიტრა

შესაძლოა, ალასანია უმაღლეს პოსტზე ვიხილოთ

"ირაკლი ალასანია პრინციპული და გამოცდილი პოლიტიკოსია და შესაძლოა, მომავალში საქართველოში უმაღლეს პოსტზე დაინიშნოს", - განაცხადა ბათუმში "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ ამზადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს კოალიცია საპრეზიდენტო კანდიდატად? იგივე განაცხადა ბატონმა ივანიშვილმა ზუგდიდში, ირაკლი ალასანიას მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენისასაც. თავად ალასანიას თქმით კი, "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებში ეყოლება ღირსეული კანდიდატურა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს (ვრცლად იხ. გვ. 12, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).