ჯვარი აღიმართა - კვირის პალიტრა

ჯვარი აღიმართა

ქუთაისში ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა. ნაკურთხი და დალოცვილი ჯვრის გუმბათზე აღმართვაში რესტავრატორებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. 300-კილოგრამიანი ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა. ჯვარს ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან დაინახავენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).