იკითხეთ წიგნები! - კვირის პალიტრა

იკითხეთ წიგნები!

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია  II-მ მრევლს ყოველკვირეულად რომელიმე წიგნის წაკითხვა დაავალა. "ჩვენ კითხვით თავს არ ვიწუხებთ, გადართული ვართ ინტერნეტსა და ტელევიზიაზე. ეს ყველაფერი ზედაპირულია. აუცილებელია ჩაღრმავება საკუთარ თავსა და გონებაში. ამიერიდან კვირაობით მოგცემთ დავალებას, რომ წაიკითხოთ რომელიმე კონკრეტული წიგნი. ხუთშაბათობით 19:00 საათზე შევიკრიბებით სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში და განვიხილავთ იმ აზრსა და შინაარსს, რაც ამ წიგნშია ჩადებული. ერთი ადამიანი გააკეთებს მოხსენებას და შემდეგ იქნება განხილვა. მეც დაგესწრებით ხოლმე. ასე რომ, გინდათ თუ არა, წიგნი უნდა წაიკითხოთ", - ბრძანა უწმინდესმა და პირველ წიგნად, რომელიც მრევლმა უნდა წაიკითხოს, ბიბლია დაასახელა. ამასთან, პატრიარქმა მრევლს თხოვნით მიმართა, გააძლიერონ ლოცვა, რათა საარჩევნო პერიოდმა მშვიდობიანად განვლოს (სიუჟეტი იხ.www.palitratv.ge-ზე).