ეგვიპტეში ჟურნალისტებისთვის კანონი მიიღეს - კვირის პალიტრა

ეგვიპტეში ჟურნალისტებისთვის კანონი მიიღეს

ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტების წინასწარ პატიმრობაში აყვანა იკრძალება. მედიის წარმომადგენლებს პატიმრობა მხოლოდ სასამართლო პროცესის შემდეგ შეიძლება შეუფარდდეთ. კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც გაზეთ "დუსტურის" მთავარი რედაქტორის, ისლამ აფიფის დაკავებას ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ისეთი აღშფოთება მოჰყვა, რომ მურსიმ რედაქტორი დაუყოვნებლივ გაათავისუფლა და ლიბერალური კანონიც მიიღო. აფიფი პრეზიდენტის შეურაცხყოფასა და ცრუ ხმების გავრცელებაში იყო ეჭვმიტანილი.