ბრეივიკს 21 წელი მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

ბრეივიკს 21 წელი მიუსაჯეს

ნორვეგიის სასამართლომ ტერორისტი ანდერს ბრეივიკი შეურაცხადად ცნო და 21 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ვადა შეიძლება უვადოდ გაიზარდოს, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ბრეივიკი  საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. ბრეივიკი სხდომათა დარბაზში მინით შემოსაზღვრულ საკანში იმყოფებოდა. დარბაზში დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომელთა მეშვეობით ნორვეგიის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ დაღუპულთა ნათესავებს ვერდიქტისთვის თვალყურის დევნება შეეძლოთ. ბრეივიკის სასამართლო პროცესი 10 კვირა გაგრძელდა. ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი მოკლა. უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის დროს კუნძულზე საქართველოს ორი მოქალაქეც იმყოფებოდა. თამთა ლიპარტელიანი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დაღუპულებს  შორის იპოვეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი კი სიკვდილს გადაურჩა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).