ოსმაევი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს - კვირის პალიტრა

ოსმაევი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილმა ადამ ოსმაევმა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით საქართველოს მიმართა. ოსმაევის მეუღლე ამინა ოკუევას განცხადებით, ამჟამად ქართველი მაღალჩინოსნები შესაბამის დოკუმენტებს განიხილავენ. ოკუევას ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მის მეუღლეს საქართველო თავშესაფარზე უარს ეტყვის, ოსმაევი ანალოგიური თხოვნით ფინეთის ხელისუფლებას მიმართავს. რუსეთის მოქალაქე ადამ ოსმაევი ოდესაში თებერვალში დააკავეს. მას თანამზრახველ ილია პიანზინთან ერთად პუტინზე ტერაქტის მომზადება ედება ბრალად.