"ნაციონალებს" უკანონო გარიგებაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

"ნაციონალებს" უკანონო გარიგებაში ადანაშაულებენ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდებასა" და მმართველი პარტიის უკანონო გარიგებაზე ლაპარაკობს. კერძოდ, "საქართველო არ იყიდებას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიგა ნასარიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ პარტიას, რომელიც მათ პოზიციას იზიარებს, უფასოდ სთავაზობენ საარჩევნო თემატიკის ვიდეოკლიპებს. ნასარიძემ ასევე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკვე გამოეხმაურა მათ შეთავაზებას და აღნიშნულ პარტიას უსასყიდლოდ გადასცეს ვიდეორგოლები, რომლებიც უკვე ზოგიერთი ტელეარხით გადაიცემა. აღნიშნულ ფაქტს მმართველი პარტიის პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილიც ადასტურებს.“"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მიიჩნევს, რომ ეს“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის დარღვევაა, ვიდეოკლიპები უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს და “ნაციონალები გადაცემული ქონების ხუთმაგი ოდენობით უნდა დაჯარიმდნენ.