კამპანია - "სად ცხოვრობ შენ" დაიწყო - კვირის პალიტრა

კამპანია - "სად ცხოვრობ შენ" დაიწყო

ამომრჩეველთა ლიგამ კამპანია -“"სად ცხოვრობ შენ" - დაიწყო, რომლის მიზანიც დაუდგენელი მისამართის მქონე ამომრჩეველთა შესახებ ზუსტი მონაცემების მოპოვებაა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ განაცხადა, ხელისუფლებამ დაუდგენელი მისამართის მქონე პირები საარჩევნო სიაში სხვადასხვა კატეგორიაში გააბნია, რათა მათი შემოწმების მსურველების დეზორიენტაცია გამოიწვიოს. გუნცაძის თქმით, 2004 წელთან შედარებით საარჩევნო სია 1.200.000 ამომრჩევლით არის გაზრდილი, უცხოეთში მყოფთა ოფიციალური რაოდენობა კი რეალურზე ოთხჯერ ნაკლებია.“ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება უცხოეთში წასულებისა და დაუდგენელი მისამართის მქონე პირთა ნაცვლად, აპირებს, აქ მისცეს ხმა თავისი ზონდერჯგუფების საშუალებით (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).